loader image
მშენოველი mshenoveli

როგორ ავიცილოთ რემონტის შეცდომები

რემონტი თითქოს ახალი დასაწყისია – თანამედროვე სივრცე, გაწკრიალებული კედლები, სისუფთავის სუნი… მაგრამ ერთი-ორი დაუგეგმავი ნაბიჯი, და ეს “ახალი დასაწყისი” შეიძლება ნამდვილ თავის ტკივილად იქცეს.

ჩამოვთვალოთ ტიპური  შეცდომები, რომლებიც ბევრ ბინაში გვხვდება და ხშირად უკვე ძალიან გვიან ვხვდებით, რომ პრობლემა შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა,  დასაწყისშივე სწორად დაგეგმილი რემონტით.

სახლის რემონტი
მშენოველი
მშენოველი mshenoveli

აბაზანაში ჰიდროიზოლაციის არქონა - ტენიანობა, ობი

აბაზანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა, მაგრამ ხშირად სწორედ მას უყურებენ ზედაპირულად.
ჰიდროიზოლაციის არქონა:

  • ტენს ატარებს მომიჯნავე ოთახების კედლებზე
  • აჩენს ობს, უსიამოვნო სუნს და შავ ლაქებს
  • საბოლოოდ აზიანებს დასრულებულ რემონტსაც

თუ აბაზანაში ორმაგი ჰიდროიზოლაცია არ არის, ტენიანობა  “გზას გაიკვალავს” – და მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს სხვა ოთახების დაზიანებასაც.

რა უნდა გააკეთოთ:
ჰიდროიზოლაცია უნდა გაკეთდეს იატაკზე, კედლებზე (სანიტარული კუთხეების ჩათვლით), ა სასურველია ორმაგი  ჯვარედინი წასმის პრინციპით , ჯერ ჰორიზონტალურად პირველი ფენა ხოლო მეორე ვერტიკალურად . უკეთესი ხარისხის მასალა დაზოგილ თანხად აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

მშენოველი mshenoveli

ელექტროობა, რომელიც ევროსტანდარტებს არ შეესაბამება - დამალული საფრთხე

ელექტროობა ის სფეროა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეტყობა შეცდომა… სანამ რაღაც არ გაითიშება, არ დაიწვება, ან უარესი – ხანძარი.

არაევროსტანდარტული გაყვანილობა ნიშნავს:

  • არასაკმარის კვეთას
  • არასათანადო ავტომატებს
  • განცალკევებული ხაზების არქონას მაღალი ელ ენერგიის მოხმარების ტექნიკისთვის

დღეს, როდესაც ბინაში ათეულობით მოწყობილობა გვიმუშაობს, ძველი სტილის ქსელი უბრალოდ ვერ უძლებს დატვირთვას.

რა უნდა გააკეთოთ:
მოითხოვეთ პროექტი, ზუსტი გამოთვლა, სპილენძის ხარისხიანი კაბელები და ყველა ძირითადი ზონისთვის განცალკევებული ხაზი. უსაფრთხოება პირველი პრიორიტეტია.

აზომვა
მისაღების რემონტი
მშენოველი mshenoveli

გათბობის პარალელური დაქსელვა - ქაოსური მილები და არაეფექტური სისტემა

გათბობის მილების პარალელური დაქსელვა ხშირად იწვევს ვიზუალურ და ტექნიკურ ქაოსს.

პარალელური სისტემა:

  • ზრდის მილების რაოდენობას
  • ართულებს შემდგომ მომსახურებას
  • ხშირად ანაწილებს სითბოს არათანაბრად
  • იწვევს ზედმეტ დანახარჯს და სითბოს დაკარგვას

მოსახერხებელი და გონივრული კი კოლექტორული სისტემაა, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, ცენტრალიზებულია და მარტივად სამართავი. ასევე გაითვალისწინეთ ყოველი გადაბმა გაჟონვის რისკია.

რა უნდა გააკეთოთ:
დაიგეგმოს გათბობა პროექტით და არა “როგორც გამოვა”. არასწორად დაგეგმილი მდებარეობა აუცილებლად გამოიწვევს სახლში კონდენსატს რაც ობის და სინესტის წინაპიროპბაა.

მშენოველი mshenoveli

იატაკის დონეების შეუთავსებლობა - ლამინატი და კერამიკა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა იატაკის დონეების გაუთვალისწინებლობა.
შედეგი?

  • საფეხურის/დონეების სხვაობის გამო ფეხის წაბორძიკება
  • ვიზუალური დეფექტები
  • მტვრის დაგროვება
  • ხმაური სიარულისას
  • ავეჯის გადაადგილების სირთულე

ეს პრობლემა აშკარად ჩანს მხოლოდ რემონტის დასრულების შემდეგ – როცა უკვე ყველაფერი დაგებულია და გამოსწორება რთული ხდება.

რა უნდა გააკეთოთ:
გაითვალისწინეთ კერამოგრანიტისა და ლამინატის სისქე წინასწარ . დონეების გათანაბრება პროექტის საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს, რათა გადასვლა ბუნებრივი და უსაფრთხო იყოს.

კაფელ მეტლახი
მშენოველი mshenoveli

დასკვნა: რემონტი დეტალებიდან იწყება

რემონტი მხოლოდ ლამაზი ფერების და ავეჯის არჩევა არაა – ხარისხი იქმნება იმ დეტალებით, რომლებიც ხშირად საერთოდ არ ჩანს, მაგრამ მთელი ბინის კომფორტსა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

თუ თავიდან აირიდებთ ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს:

  • აბაზანა იქნება მშრალი და არ დაობდება კედლები
  • ელექტროობა – უსაფრთხო
  • გათბობა – ეფექტური
  • იატაკი – კომფორტული და ვიზუალურად სწორი

სახლი კი ნამდვილად იქცევა იმ სივრცედ, სადაც ცხოვრება გსიამოვნებთ.

სააბაზანოს რემონტი
მშენოველი mshenoveli

კითხვები & პასუხები

კვადრატული მეტრის ფასი რემონტში დამოკიდებულია კარკასულ მდგომარეობაზე:

  • შავი კარკასი – სრული სარემონტო სამუშაოები ნულიდან.

  • თეთრი კარკასი – შეზღუდული სამუშაოები.

  • მწვანე კარკასი – მცირე განახლებები, შესწორებები.

  • ძველი რემონტის განახლება – ინტერიერის ახალი სიცოცხლე.

კომპანია მშენოველი გთავაზობთ გადახდას სამ ეტაპად: 40/40/20%, რაც უზრუნველყოფს პროექტის გამჭვირვალეობასა და უსაფრთხოებას:

  1. პირველი 40% – საწყის ეტაპზე, სამუშაოების დაწყების წინ.

  2. მეორე 40% – პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყებისთანავე.

  3. ბოლო 20% – მესამე ეტაპის დასრულებისთანავე, როცა პროექტი საბოლოოდ მზადაა.

ყურადღება: თითოეული გადახდის შემდეგ დამკვეთს ეძლევა ფორმა №2, როგორც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომპანია მშენოველი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თბილისსა და ბათუმში, ასევე შემოგარენში 50 კმ-ის რადიუსით.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.

ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და სანდო სარემონტო მომსახურებას სხვადასხვა კარკასების მიხედვით:

  • თეთრი ან მწვანე კარკასი (≤60 მ²)45 კალენდარული დღე.

  • შავი კარკასი (≤60 მ²) – 60 კალენდარული დღე.

  • ძველი რემონტის განახლება – ვადა განისაზღვრება ობიექტის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად.

კომპანია მშენოველმა წარმატებით განახორციელა 100+ პროექტი ბოლო 4 წლის განმავლობაში.

ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალურ შესრულებას.

 

მშენოველი mshenoveli

სხვა სტატიები