რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის მასალების შესახებ?
ავეჯის შეძენისას ხშირად ყურადღებას დიზაინსა და ფერზე ვამახვილებთ, თუმცა მის ხარისხსა და გამძლეობას სწორედ მასალა განსაზღვრავს. სწორად შერჩეული მასალა ინტერიერს არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველ იერს სძენს, არამედ ავეჯის ექსპლუატაციის ვადასაც ზრდის.ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ მასალებს, რომლებიც თანამედროვე ავეჯის წარმოებაში გამოიყენება - მათ უპირატესობებს, ნაკლოვანებებსა და შერჩევის ძირითად პრინციპებს.
ლამინირებული MDF (Melamine Faced MDF)
ლამინირებული MDF არის სპეციალური ლამინატის ფენით (პლასტმასის მსგავსი ზედაპირით) დაფარული MDF-ის ფილა.დადებითი მხარეები:
- ხელმისაწვდომი ფასი
- ფერებისა და ტექსტურების ფართო არჩევანი
- მარტივი მოვლა
- ნესტგამძლეობა
- ვერ უძლებს ძლიერ დარტყმას
- ნაკაწრები შეიძლება მალე გაჩნდეს
იდეალურია სამზარეულოს ავეჯისთვის, გარდერობებისა და თაროებისთვის.
დაგვირეკეთდაშპონილი MDF
დაშპონილი MDF არის MDF-ის ფილა, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ხის თხელი ფენით (შპონით).დადებითი მხარეები:
- ბუნებრივი ხის იერსახე
- ლამაზი ტექსტურა
- ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა
- შედარებით მაღალი ფასი
- ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული
იდეალურია პრემიუმ კლასის ავეჯისთვის, სადაც ბუნებრივი ხის იერსახე პრიორიტეტულია.
შეღებილი MDF
შეღებილი MDF მზადდება MDF-ის ფილის ზედაპირის სპეციალური, გამძლე საღებავით (ხშირად ლაქით ან მინანქრით) დაფარვით.დადებითი მხარეები:
- მინიმალისტური და ელეგანტური იერი
- ფერების უსაზღვრო არჩევანი
- მაღალი მედეგობა ტენიანობის მიმართ
- მარტივად იკაწრება
- საღებავი მოფრთხილებას საჭიროებს
იდეალურია თანამედროვე ინტერიერისთვის, მაგალითად, სამზარეულოს ფასადებისა და საბავშვო ავეჯისთვის.
დაგვირეკეთლამინატი
ლამინატი ხშირად გამოიყენება ზედაპირების მოსაპირკეთებლად, მაგალითად, მაგიდის ზედაპირებისა და სამზარეულოს სამუშაო ზონებისთვის.დადებითი მხარეები:
- ძალიან გამძლე და ნაკაწრებისადმი მედეგი
- მარტივი მოსავლელი
- ბიუჯეტური
- ტენიანობის მიმართ ნაკლებად მედეგი
იდეალურია ინტენსიური მოხმარებისთვის, სადაც საჭიროა გამძლე და მარტივი მოსავლელი ზედაპირი.
PVC
PVC არის პლასტმასის ფილა, რომელიც ხშირად გამოიყენება ავეჯის წარმოებაში.დადებითი მხარეები:
- ხელმისაწვდომი ფასი
- წყალგამძლეობა
- დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი
- ნაკლებად გამძლე
შესანიშნავია აბაზანის ავეჯისთვის, სადაც წყალგამძლე და პრაქტიკული მასალაა საჭირო.
დაგვირეკეთროგორ ავირჩიოთ სწორი ავეჯის მასალა?
ავეჯის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიზაინი, არამედ მასალის თვისებებიც, რომლებიც ავეჯის ხარისხს, გამძლეობასა და ფუნქციურობას განსაზღვრავს.შეაფასეთ შემდეგი ფაქტორები:
✔ ბიუჯეტი: ხელმისაწვდომი ვარიანტებისთვის MDF ან ლამინატია იდეალური, პრემიუმ ავეჯისთვის კი - ნატურალური ხე ან დაშპონილი MDF.
✔ ავეჯის დანიშნულება: სამზარეულო, მისაღები ოთახი, ოფისი თუ აბაზანა.
✔ გამძლეობა: საჭიროა თუ არა წყალგამძლეობა ან მექანიკური მედეგობა.
✔ სტილი: შეარჩიეთ მასალა, რომელიც თქვენი ინტერიერის დიზაინს (კლასიკურს, თანამედროვეს, მინიმალისტურს, ინდუსტრიულს) შეესაბამება.
ზარის მოთხოვნაკითხვები & პასუხები
რა ღირს კვადრატი? კვადრატული მეტრის ფასი რემონტში დამოკიდებულია კარკასულ მდგომარეობაზე:
-
შავი კარკასი - სრული სარემონტო სამუშაოები ნულიდან.
-
თეთრი კარკასი - შეზღუდული სამუშაოები.
-
მწვანე კარკასი - მცირე განახლებები, შესწორებები.
-
ძველი რემონტის განახლება - ინტერიერის ახალი სიცოცხლე.
კომპანია მშენოველი გთავაზობთ გადახდას სამ ეტაპად: 40/40/20%, რაც უზრუნველყოფს პროექტის გამჭვირვალეობასა და უსაფრთხოებას:
-
პირველი 40% - საწყის ეტაპზე, სამუშაოების დაწყების წინ.
-
მეორე 40% - პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყებისთანავე.
-
ბოლო 20% - მესამე ეტაპის დასრულებისთანავე, როცა პროექტი საბოლოოდ მზადაა.
ყურადღება: თითოეული გადახდის შემდეგ დამკვეთს ეძლევა ფორმა №2, როგორც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიონებში თუ მუშაობთ? კომპანია მშენოველი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თბილისსა და ბათუმში, ასევე შემოგარენში 50 კმ-ის რადიუსით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.
ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და სანდო სარემონტო მომსახურებას სხვადასხვა კარკასების მიხედვით:
-
თეთრი ან მწვანე კარკასი (≤60 მ²) - 45 კალენდარული დღე.
-
შავი კარკასი (≤60 მ²) - 60 კალენდარული დღე.
-
ძველი რემონტის განახლება - ვადა განისაზღვრება ობიექტის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად.
გამოცდილი კომპანია ხართ? კომპანია მშენოველმა წარმატებით განახორციელა 100+ პროექტი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალურ შესრულებას.


