მშენოველის შესახებ
სარემონტო კომპანია მშენოველი 2021 წელს შეიქმნა და სწრაფად ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ლიდერი სარემონტო სამუშაოების, არქიტექტურული პროექტებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანია უზრუნველყოფს როგორც შავი, თეთრი და მწვანე კარკასის სარემონტო სამუშაოებს, ისე სრულ არქიტექტურულ დაგეგმვას (გეგმარების შეცვლას), ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავებასა და სივრცის დეკორატიულ გადაწყვეტას.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევუქმნათ მარტივი და ეფექტური გამოცდილება, უზრუნველვყოთ პროექტის ყოველი ეტაპის მართვა, სამდონიანი კონტროლის მექანიზმით, ხარისხიანი შესრულება და ბიუჯეტის მაქსიმალური დაზოგვა.
მშენოველის გუნდი აერთიანებს გამოცდილ დიზაინერებს, ინჟინრებს, სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელებს, ხელოსნებსა და მენეჯერებს, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციური ხედვითა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი სარემონტო სამუშაოების შესრულება, არამედ კომფორტული, ფუნქციური და ესთეტიკურად დახვეწილი გარემოს შექმნა.
2021
დაარსდა კომპანია T-STUDIO
2022
სტრატეგიული პარტნიორობა ლიდერ მომწოდებლებთან
2024
რებრენდინგი "მშენოველი"
2024
საზოგადო აღიარება და ტოპ-3ლში გასვლა
2025
შვილობილი კომპანიის დაარსება ავეჯის მიმართულებით








