ანდე მშენოველს
სარემონტო კომპანია მშენოველი უზრუნველყოფს ბინის, კერძო სახლის, ოფისისა და სხვადასხვა ტიპის კომერციული ფართის სრულყოფილ რემონტს.
პროექტის დაწყებამდე, დეტალურად ვსწავლობთ პროექტის საჭიროებებს, რის შემდეგაც ყოველი დეტალი თანხმდება დამკვეთთან – განისაზღვრება სამუშაოების მოცულობა, ვადები და სარემონტო პროცესის ეტაპები.
შემდეგ ვადგენთ ხარჯთაღრიცხვას, სადაც მითითებულია თითოეული სამუშაოს მოცულობა, რემონტის ფასები, შრომისა და მასალების ღირებულება.
მომხმარებელთან შეთანხმების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი იწყებს სარემონტო სამუშაოებს ადგილზე.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი კონტროლდება სამდონიანი მექანიზმით, რაც უზრუნველყოფს შედეგის სიზუსტეს, სანდოობას და ხანგრძლივობას.
ჩვენ გთავაზობთ როგორც შავი, თეთრი და მწვანე კარკასის სარემონტო სამუშაოებს, ასევე ძველი რემონტის განახლებას:
ბინის რემონტი – ელექტროობა, სანტექნიკა , გათბობის სისტემა, კედლები, იატაკი, სამზარეულო, აბაზანა, ინტერიერის სრული განახლება.
კერძო სახლის რემონტი – ექსტერიერის და ინტერიერის სარემონტო სამუშაოები.
ოფისისა და კომერციული ფართების რემონტი – სამუშაო გარემოს მოდერნიზება და ფუნქციონალური განახლება, საინჟინრო სისტემების მონტაჟი (გათბობა/გაგრილება/ელექტროობა/სუსტი დენები).
სრული სარემონტო მომსახურება
- სადემონტაჟო სამუშაოები (თეთრ/შავ კარკასამდე მიყვანა)
- მასალით მომარაგება (ე.წ ჟირაფით)
- კედლის მოწყობა შესაბამისი მასალით (ბლოკით)
- საიზოლაციო სამუშაოები (ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია)
- ელექტროფიკაცია (ელექტროობა)
- სანტექნიკა (დაქსელვა & მოწყობა)
- ცენტრალური გათბობა & ქვაბის და რადიატორების მონტაჟი
- ლესვა: გიპერით, ქვიშა&ცემენტით, როტბანდით
- მოჭიმული იატაკი: თვითსწორებადი, სტანდარტული (სწიაშკა)
- სამალიარო სამუშაოები: დაშპაკვლა(შეფითხვნა 3 პირი)/შეღებვა, შპალერის გაკვრა
- კაფელ-მეტლახის და კერამოგრანიტის სამუშაოები
- მეტლახის, მდფ-ის, პოლიპროპილენი და ხის პლინტუსის გაკვრა
- ლამინატისა და პარკეტის & ვინილის იატაკის მოწყობა
- მოხვეწა (ციკლოვკა)
- თაბაშირ-მუყაოს (გიპსოკარდონი) ფილების სამონტაჟო სამუშაოები: ჭერი, კედლები, ფორმები
- ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი (ბარისოლი)
- მეტალის ნაკეთობების ღებვა (კარი, მოაჯირი, სხვა)
- ვიტრაჟების მოწყობა (ალუმინით, მეტალოპლასტმასით)
- მეტალო-პლასტმასის მონტაჟი (ფანჯრები, კარები)
- სამშენებლო ნარჩენების გატანა (ნაგვის გატანა)
მშენოველი
რემონტი
მშენებლობა
არქიტექტურა & დიზაინი
კითხვები & პასუხები
რა ღირს კვადრატი?
კვადრატული მეტრის ფასი რემონტში დამოკიდებულია კარკასულ მდგომარეობაზე:
შავი კარკასი – სრული სარემონტო სამუშაოები ნულიდან.
თეთრი კარკასი – შეზღუდული სამუშაოები.
მწვანე კარკასი – მცირე განახლებები, შესწორებები.
ძველი რემონტის განახლება – ინტერიერის ახალი სიცოცხლე.
გადახდა როგორ ხდება?
კომპანია მშენოველი გთავაზობთ გადახდას სამ ეტაპად: 40/40/20%, რაც უზრუნველყოფს პროექტის გამჭვირვალეობასა და უსაფრთხოებას:
პირველი 40% – საწყის ეტაპზე, სამუშაოების დაწყების წინ.
მეორე 40% – პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყებისთანავე.
ბოლო 20% – მეორე ეტაპის დასრულებისთანავე, მესამე ეტაპის დაწყებამდე.
ყურადღება: თითოეული გადახდის შემდეგ დამკვეთს ეძლევა ფორმა №2, როგორც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიონებში თუ მუშაობთ?
კომპანია მშენოველი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თბილისსა და ბათუმში, ასევე შემოგარენში 50 კმ-ის რადიუსით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.
რა ვადაში ჩამაბარებთ?
ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და სანდო სარემონტო მომსახურებას სხვადასხვა კარკასების მიხედვით:
თეთრი ან მწვანე კარკასი (≤60 მ²) – 45 კალენდარული დღე.
შავი კარკასი (≤60 მ²) – 60 კალენდარული დღე.
ძველი რემონტის განახლება – ვადა განისაზღვრება ობიექტის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად.
გამოცდილი კომპანია ხართ?
კომპანია მშენოველმა წარმატებით განახორციელა 100+ პროექტი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალურ შესრულებას.