მაქსიმალური კომფორტი და სტილი
პატარა ბინა ურბანულ გარემოში ხშირად გამოწვევაა, თუმცა სივრცის ზომა არ ნიშნავს, რომ უნდა თქვათ უარი კომფორტსა და სტილზე. სწორად დაგეგმილი ფუნქციური დიზაინი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თითოეული სანტიმეტრი პრაქტიკულად, ლამაზად და ჭკვიანურად.
ჩასაშენებელი ავეჯი – პრაქტიკული და ელეგანტური
ყველაზე ეფექტური გზა მცირე სივრცის რაციონალურად მოსაწყობად არის ინტეგრირებული, ანუ ჩასაშენებელი ავეჯი. მაგალითად საწოლები, რომლებსაც სათავსოები აქვს – რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ თეთრეულის, სეზონური ტანსაცმლის ან სხვა ნაკლებად საჭირო ნივთების შესანახად, ეს სათავსოები არამარტო ადგილს ზოგავს, არამედ სივრცეს ზრდის და ორგანიზებულობის შეგრძნებას ანიჭებს.
ასევე პოპულარულია საწოლი–კარადა ან „მერფის საწოლი“, რომელიც დღის განმავლობაში კედელში იკეცება და სივრცეს ათავისუფლებს სხვა დანიშნულებისთვის – იქნება ეს სამუშაო, სავარჯიშო თუ დასვენების სივრცე.
ვერტიკალური სივრცის გამოყენება
ხშირად გვავიწყდება, რომ სივრცე არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც არსებობს. კედლებზე დამონტაჟებული თაროები, საკიდები ან ჭერამდე კარადები იდეალურია წიგნებისა, დეკორაციებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად.
თუ ოთახს მაღალი ჭერი აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ დუპლექსის ტიპის გადატიხრვა და ზევით მოაწყოთ პატარა ოთახი ან მინი-კაბინეტი. ეს მეთოდი არა მხოლოდ ზრდის ფუნქციურობას, არამედ ვიზუალურად უკეთ აჩვენებს სივრცის მოცულობას.
მრავალფუნქციური ავეჯი
დაივიწყეთ ტრადიციული მიდგომა ავეჯის მიმართ. დღეს უკვე არსებობს დივანი, რომელიც იშლება საწოლად და აქვს შიდა სათავსო, მაგიდა, რომელიც იკეცება კედელში, ან სკამები, რომლებიც ყუთებად გამოიყენება.
მრავალფუნქციური ავეჯი – ეს არის იდეალური გადაწყვეტილება პატარა ბინებისთვის, რომელიც ერთდროულად ზოგავს ადგილს, ზრდის კომფორტს და უზრუნველყოფს ორგანიზებულ გარემოს.
ღია ფერები და სარკეები – ვიზუალური ილუზია
პატარა სივრცე ვიზუალურად უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი რომ გამოჩნდეს, გამოიყენეთ ღია ტონალობები – თეთრი, ღია ნაცრისფერი, კრემისფერი.
სარკეების სტრატეგიული განლაგება მცირე სივრცეს არა მხოლოდ ვიზუალურად ზრდის, არამედ ანათებს ინტერიერს და ქმნის სუფთა, ნათელ გარემოს.
დაგეგმე ჭკვიანურად
ფუნქციური დიზაინი მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილებები კი არ არის – ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც საშუალებას აძლევს სივრცის მაქსიმუმი გამოიყენოთ მინიმალური პირობებით.
თუ ჭკვიანურად დაგეგმავთ, პატარა ბინა შეიძლება გადაიქცეს მყუდრო, მრავალფუნქციურ, ორგანიზებულ და ელეგანტურ საცხოვრებლად, რომელიც სრულად მოერგება თქვენს საჭიროებებს.
მშენოველი
რემონტი
მშენებლობა
არქიტექტურა & დიზაინი
ავეჯი
კითხვები & პასუხები
რა ღირს კვადრატი?
კვადრატული მეტრის ფასი რემონტში დამოკიდებულია კარკასულ მდგომარეობაზე:
შავი კარკასი – სრული სარემონტო სამუშაოები ნულიდან.
თეთრი კარკასი – შეზღუდული სამუშაოები.
მწვანე კარკასი – მცირე განახლებები, შესწორებები.
ძველი რემონტის განახლება – ინტერიერის ახალი სიცოცხლე.
გადახდა როგორ ხდება?
კომპანია მშენოველი გთავაზობთ გადახდას სამ ეტაპად: 40/40/20%, რაც უზრუნველყოფს პროექტის გამჭვირვალეობასა და უსაფრთხოებას:
პირველი 40% – საწყის ეტაპზე, სამუშაოების დაწყების წინ.
მეორე 40% – პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყებისთანავე.
ბოლო 20% – მესამე ეტაპის დასრულებისთანავე, როცა პროექტი საბოლოოდ მზადაა.
ყურადღება: თითოეული გადახდის შემდეგ დამკვეთს ეძლევა ფორმა №2, როგორც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიონებში თუ მუშაობთ?
კომპანია მშენოველი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თბილისსა და ბათუმში, ასევე შემოგარენში 50 კმ-ის რადიუსით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.
რა ვადაში ჩამაბარებთ?
ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და სანდო სარემონტო მომსახურებას სხვადასხვა კარკასების მიხედვით:
თეთრი ან მწვანე კარკასი (≤60 მ²) – 45 კალენდარული დღე.
შავი კარკასი (≤60 მ²) – 60 კალენდარული დღე.
ძველი რემონტის განახლება – ვადა განისაზღვრება ობიექტის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად.
გამოცდილი კომპანია ხართ?
კომპანია მშენოველმა წარმატებით განახორციელა 100+ პროექტი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალურ შესრულებას.






