loader image
მშენოველი mshenoveli

მყარი ჩასაშენებელი ავეჯი თქვენს ინტერიერში

ინტერიერში ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორედ მაღალი ხარისხის ავეჯი ქმნის საბოლოო ჰარმონიასა და დახვეწილ იერსახეს.

ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ სრულყოფილი კომფორტისა და ფუნქციური სივრცის შექმნაში, ამიტომ მშენოველი დაგიმზადებთ და დაგიმონტაჟებთ ჩასაშენებელ მყარ ავეჯს სრულად თქვენს გემოვნებაზე მორგებულს.

ჩვენს მომსახურებაში შედის: ავეჯის დამზადება, ტრანსპორტირება, მონტაჟი.

ჩვენ ვიყენებთ: ლამინირებული MDF,  დაშპონილი MDF,  შეღებილი MDF, ლამინატი, PVC.

თქვენი კომფორტი ჩვენი პრიორიტეტია.

aveji aveji samzareulo
avejis damzadeba abazanis aveji
მშენოველი mshenoveli

ჩვენ ვაკეთებთ

მშენოველი გთავაზობთ თანამედროვე, ხარისხიან და ფუნქციურ ინტერიერის ელემენტებს, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენი სახლის ნებისმიერ ოთახს.

მშენოველი mshenoveli

კითხვები & პასუხები

ჩვენ ვქმნით მყარი – ჩასაშენებელი მაღალი ხარისხის ავეჯს, რომელიც თქვენს სივრცეს არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ფუნქციონალობასაც სძენს. 

ჩვენს მომსახურებაში შედის შემდეგი ოთახებისთვის განკუთვნილი კომპლექტები:

  • სამზარეულო – პრაქტიკული, ელეგანტური დიზაინით, სრულად მორგებული თქვენი სამზარეულოს ზომებსა და სტილს.

  • საძინებელი – კომფორტული და ფუნქციონალური, მოსახერხებელი შენახვის სისტემებით.

  • მისაღები ოთახი – პრაქტიკული, მრავალფუნქციური და ელეგანტური. 

  • სააბაზანო – ტენიანობის მიმართ მდგრადი, პრაქტიკული და ფუნქციური.

ჩვენი ავეჯი მზადდება მაღალი ხარისხის მასალებიდან, რაც უზრუნველყოფს სიმყარეს, გამძლეობას და დახვეწილ ვიზუალს:

  • მდფ (MDF) – სუფთა, ტენიანობის მიმართ მდგრადი მასალა, რომელიც იდეალურია ჩასაშენებელი ავეჯისთვის.

  • შეღებილი მდფ – მდფ-ის განსაკუთრებული ვერსია, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი და დიზაინი თქვენი ინტერიერის შესაფერისად.

  • ლამინატი – პრაქტიკული და მარტივი მოვლის მქონე ზედაპირი, იდეალური ყოველდღიური გამოყენებისთვის.

  • პევეხა (PVC) – ტენიანობისადმი მდგრადი მასალა, რომელიც განსაკუთრებით შესაფერისია აბაზანისთვის.

ჩვენი მომსახურება მოიცავს ავეჯის სრულ დამზადებასა და მონტაჟს, რათა თქვენი გამოცდილება იყოს მაქსიმალურად კომფორტული:

  • დამზადება – მყარი და მაღალი ხარისხის მასალებისგან, მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.

  • ტრანსპორტირება – უსაფრთხოდ და დროულად, უშუალოდ თქვენს მისამართზე.

  • მონტაჟი – პროფესიონალთა მიერ, რათა თითოეული დეტალი იყოს სიზუსტით ადგილზე და ყველაფერი სრულად ფუნქციონირებდეს.

დამზადების ვადა დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე და დიზაინზე. საორიენტაციოდ, საშუალო ზომის ბინის ავეჯით სრულად უზრუნველყოფას, შეკვეთის გაფორმებიდან დაახლოებით 20–22 სამუშაო დღე სჭირდება, რაც მოიცავს დამზადებას, ტრანსპორტირებას და მონტაჟს.

კომპანია მშენოველი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თბილისსა და ბათუმში, ასევე შემოგარენში 50 კმ-ის რადიუსით.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.