უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამ 62 მ²-იან ბინაში მისაღები, სასადილო ზონა და სამზარეულო ერთიან სივრცეს ქმნის. თეთრ კედლებსა და ხისფერი იატაკის მშვიდ ფონს სამზარეულოს მოწითალო პრიალა ფილები და თბილი განათება ავსებს.
საძინებელში ფერადი კედელი და თაღოვანი სარკე ნაცრისფერ საწოლსა და ჩაშენებულ კარადას ეხამება. სააბაზანოში თეთრი ფილები, ყავისფერი საშხაპე ზონა და შავი დეტალებია გამოყენებული.










