183 მ² ბინის მთავარი სივრცე მისაღებს აერთიანებს, სამზარეულო კი შავი ჩარჩოს მინის ტიხრითაა გამოყოფილი. გამჭვირვალე კონსტრუქცია ზონებს შორის სინათლესა და ვიზუალურ კავშირს ინარჩუნებს. ნაძვისებური წყობის იატაკი, თეთრი დეკორატიული მოლდინგები და თანამედროვე სანათები ინტერიერს ერთიან სახეს აძლევს. ბინაში ასევე მოწყობილია სამუშაო სივრცე.
ტექნიკური აღწერა
საცხოვრებელ ზონებში დაიგო ნაძვისებური წყობის იატაკის საფარი, დასრულდა კედლებისა და ჭერის მოპირკეთება და დამონტაჟდა დეკორატიული მოლდინგები. საერთო და ლოკალური განათებისთვის განთავსდა ჭერის, კედლისა და დაკიდებული სანათები. მისაღებისა და სამზარეულოს გასამიჯნად დამონტაჟდა შავი ჩარჩოს მინის ტიხარი. სამზარეულოში მოეწყო სამუშაო ზედაპირები, კუნძული და ჩაშენებული ტექნიკის ზონა.
ორივე სველ წერტილში კედლები და იატაკი მსხვილფორმატიანი ფილებითაა მოპირკეთებული. საშხაპე ზონები მინის ტიხრებით გამოიყო; დამონტაჟებულია სანიტარული მოწყობილობები, ხელსაბანები და სარკეების განათება. მოპირკეთების განსხვავებული ნახატი ორ სააბაზანოს ცალკეულ იერს აძლევს.









