73 მ² ბინაში მისაღები და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული, ხოლო საძინებელი და სამუშაო სივრცე ცალკეა გამოყოფილი. დიდი ფანჯრებიდან სივრცეში ბუნებრივი შუქი შემოდის; ღია კედლები, ნაცრისფერი ავეჯი და მუქი სამზარეულო ინტერიერს მიმზიდველ იერს აძლევს.
ტექნიკური დეტალები
სამზარეულოში კარადები ჭერამდეა აყვანილი. ჩაშენებული ღუმელი, ქვის იერის სამუშაო ზედაპირი და იმავე ტონალობის კედლის მოპირკეთება ერთიან სამუშაო ზონას ქმნის. მისაღებში გამოყენებულია ჩასმული და არხული განათება, იატაკზე კი ხის იერის საფარია გეომეტრიული წყობით.
საძინებელში საწოლის უკან ვერტიკალური დეკორატიული პანელი და კედლის სანათებია. სარკიანი კარადა სათავსოს ფუნქციას ასრულებს. ცალკე სამუშაო სივრცეში დამატებითი კარადა და დივანია განთავსებული. აბაზანა მოპირკეთებულია დიდი ფორმატის ნაცრისფერი ფილებით; შხაპის ზონა მინის ტიხრითაა გამოყოფილი და მოწყობილია დაკიდებული უნიტაზით, მუქი ხელსაბანითა და განათებული სარკით.







