საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთსაძინებლიან ბინაში დეკორატიული მოლდინგები, ქვის ეფექტის ზედაპირები და შავი აქცენტები თანამედროვე ფორმებს კლასიკურ დეტალებთან აერთიანებს. კედლის სიბრტყეში ინტეგრირებული ფარული კარები დეკორატიულ ხაზებს აგრძელებს და სივრცეს ერთიან იერს უნარჩუნებს.
საძინებელს მინის ტიხარი გამოყოფს, ფარდა კი საჭიროებისას განმარტოების საშუალებას იძლევა. სააბაზანოში განათებული ნიშა და დიდი სარკე ინტერიერის საერთო გადაწყვეტას აგრძელებს.









