საბურთალოზე, m²-ის საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე ამ ბინაში მისაღები, სასადილო ზონა და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ღია ფერის კედლებსა და ხისფერ იატაკს ნაცრისფერი პანელები და ნარინჯისფერი დეტალები ავსებს. სამზარეულოში ხის ფაქტურისა და ღია ფერის კარადები შავ სამუშაო ზედაპირსა და ტექნიკას ეხამება.
საძინებელში ნარინჯისფერი საწოლი, ხისფერი პანელები და განათებული სარკე თბილ გარემოს ქმნის. კედელზე დამაგრებულ პატარა მაგიდასა და ღია თაროებს ოთახში პრაქტიკული ადგილი აქვს გამოყოფილი. სააბაზანოში ღია ფილებს ფოთლების გამოსახულებიანი კედელი, შავ-თეთრი იატაკი და ოქროსფერი დეტალები ერწყმის. აივნიდან ქალაქისა და მთების ხედი იშლება.
ტექნიკური აღწერა
შესრულდა იატაკისა და კედლების მოპირკეთება, დამონტაჟდა დეკორატიული კედლის პანელები, შიდა კარები და ჭერისა და კედლის სანათები. მოეწყო სამზარეულო ჩაშენებული ტექნიკით, საძინებელში კი დამონტაჟდა კარადა, თაროები და განათებული სარკე. სააბაზანო მოპირკეთდა ფილებით და აღიჭურვა სანტექნიკით, მინის საშხაპე კაბინითა და პირსახოცის საშრობით.









