საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ბინაში მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცედ არის მოწყობილი. ნათელ ინტერიერს ხის ტონის იატაკი, ღია ფერის დივანი და ოქროსფერი დეტალები ავსებს. სამზარეულოში თეთრ კარადებს ოქროსფერი პროფილები და მარმარილოს ეფექტის მოპირკეთება გამოარჩევს.
ორივე საძინებელში ნათელი ტონები და რბილი ფორმებია გამოყენებული. ოთახებს დეკორატიული სანათები ავსებს. სააბაზანოში ქვის ეფექტის მოპირკეთებას განათებული სარკე ავსებს. ბინაში ცალკე სამრეცხაო ზონაც არის მოწყობილი.


















