იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ბინაში მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცედ არის მოწყობილი. ნათელი კედლები, ხის ტონის იატაკი და რბილი ავეჯი მშვიდ გარემოს ქმნის. ჭერში ჩაშენებული ხაზოვანი განათება და ხის ვერტიკალური ლარტყები მისაღების იერს გამოკვეთს.
სამზარეულოში თეთრ კარადებს ხის სამუშაო ზედაპირი და განათებული მინის ვიტრინა ავსებს. ორივე საძინებელში ღია ფერები და რბილი ქსოვილებია გამოყენებული. სააბაზანოში მარმარილოსა და ხის ეფექტის მოპირკეთება შავ დეტალებს ერწყმის.









