გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში მისაღები და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული, საძინებელი და სველი წერტილი კი განცალკევებულია. ინტერიერის ღია კედლებსა და ხის ტონალობის იატაკს მუქი სამზარეულო, მწვანე დეტალები და თბილი ფერის რბილი ავეჯი ავსებს. ბინას აქვს აივანი ქალაქის ხედით.
ტექნიკური აღწერა
საერთო სივრცეში ხის ტონალობის იატაკი შესასვლელის გეომეტრიული ნახატის ფილას ერწყმის. ჭერზე შენარჩუნებულია ბეტონის ხილული ზედაპირი და მოწყობილია შავი პროფილის განათება. სამზარეულოს სამუშაო კედელი ვერტიკალური მუქი ფილითაა მოპირკეთებული. საძინებელში ჩაშენებულია კარადა და მოწყობილია სარკიანი მაგიდა.
სველ წერტილში მუქი ზედა კედლები შეხამებულია ღია ფერის ფილით მოპირკეთებულ ქვედა ნაწილსა და საშხაპესთან. იატაკზე გამოყენებულია ორნამენტული ფილა. საშხაპე შემოსაზღვრულია მინის ტიხრითა და შავი პროფილით; დამონტაჟებულია დაკიდული უნიტაზი, ზედაპირზე დასადგმელი ხელსაბანი და პირსახოცის საშრობი.







