დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე 69 მ²-იან ერთსაძინებლიან ბინაში მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცედ არის მოწყობილი. თბილი ტონები და ხის ფაქტურები ინტერიერს მყუდრო იერს აძლევს, ხოლო მუქი ავეჯი და შავი დეტალები ნეიტრალურ ფერთა გამას გამოკვეთს.
საძინებელში რბილი ფორმები და პანელებში ინტეგრირებული განათება მშვიდ გარემოს ქმნის. სააბაზანოში ხის ეფექტის ზედაპირებს მინის საშხაპე და განათებული სარკე ავსებს. გალერეაში ასევე წარმოდგენილია სასადილო ზონა, დერეფანი და აივანი.












