სახლის ფართო შემინვა ინტერიერს ეზოსა და აუზთან აკავშირებს. შიგნით ნაძვისებური წყობის იატაკი და დეკორატიული მოლდინგები თანამედროვე ავეჯს ერწყმის. მისაღებში ღვინისფერი დივანი და ჟირაფის ფორმის სანათი გამოირჩევა, სამზარეულოში კი ფერად აქცენტს ბორდოსფერი კარადები ქმნის.
სახლში ხუთი საძინებელია. ოთხი მათგანი მასტერსაძინებელია, თითოეული საკუთარი საგარდერობეთი და სააბაზანოთი. საძინებლები ფერებითა და სანათებით განსხვავდება ერთმანეთისგან; პირველ სართულზე კი დამატებით ორი სველი წერტილია.






















