ბინაში მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ღია კედლებსა და ხის ტონის იატაკს მწვანე რბილი ავეჯი და თბილი განათება ეხამება. საძინებელში ჩაშენებულია კარადები და მოწყობილია სამუშაო მაგიდა. ბინას აქვს აივანი.
სარემონტო სამუშაოები
მისაღებში, სამზარეულოსა და საძინებელში დაიგო ხის ტონის, ნაძვისებური წყობით მოწყობილი იატაკის საფარი. დამონტაჟდა არხული განათება, ჭაღები და კედლის სანათები. სამზარეულოში მოეწყო კარადები და სამუშაო ზედაპირი, ჩაშენდა ღუმელი და ქურა.
სველ წერტილში დაიგო შავ-თეთრი გეომეტრიული ფილა, მოეწყო საშხაპე მინის ტიხრით და ჩაშენდა სარეცხი და საშრობი მანქანებისთვის განკუთვნილი ადგილი.











