საბურთალოზე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ბინა მე-7 სართულზეა. მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ბინას აქვს ორი საძინებელი საგარდერობე სივრცით, ერთი სველი წერტილი და აივანი. ინტერიერში ღია კედლებსა და ღია ფერის იატაკს თეთრი რბილი ავეჯი და ხისფერი კარადები ეხამება.
სარემონტო სამუშაოები
მისაღებსა და საძინებლებში დაიგო ღია ფერის იატაკის საფარი და დამონტაჟდა ჭერის სანათები. სამზარეულოში მოეწყო თეთრი და ხის ტონის კარადები და სამუშაო ზედაპირი; ჩაშენდა ღუმელი, დამონტაჟდა ქურა და ნიჟარა.
სველი წერტილი მოპირკეთდა ღია ნაცრისფერი ფილებით, მოეწყო საშხაპე მინის ტიხრით და დამონტაჟდა ხელსაბანი, სარკე და უნიტაზი.









