დათუაშვილის ქუჩაზე, აპექსის საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე ოროთახიანი ბინა 22-სართულიანი კორპუსის მე-11 სართულზეა. მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული; ცალკეა საძინებელი და სააბაზანო. ღია კედლებსა და ხის ტონის იატაკს შავი კარადები და განათების დეტალები ეხამება. შესასვლელში ჩაშენებულია მაღალი კარადა.
სარემონტო სამუშაოები
მოპირკეთდა კედლები და ჭერი. მისაღებში, სამზარეულოსა და საძინებელში დაიგო ხის ფაქტურის იატაკის საფარი; დამონტაჟდა შავი არხული განათება და კედლის სანათები. სამზარეულოში მოეწყო კარადები და სამუშაო ზედაპირი, ჩაშენდა ღუმელი, დამონტაჟდა ნიჟარა და ონკანი.
სააბაზანოს კედლები და იატაკი მოპირკეთდა ნაცრისფერი ფილებით. მოეწყო საშხაპე მინის ტიხრით; დამონტაჟდა ხელსაბანი, ოვალური სარკე, უნიტაზი და შავი საშხაპე მოწყობილობები.








