ბინაში მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთიან სივრცედაა მოწყობილი. ღია კედლებსა და ხის ფაქტურის იატაკს დეკორატიული მოლდინგები, თბილი განათება და რბილი ავეჯი ეხამება. სამზარეულოს სადა კარადებს მარმარილოს ფაქტურის კედელი ავსებს, სასადილო კუთხეში კი თეთრი მაგიდა და მუქი სკამებია განთავსებული.
საძინებელში ნაცრისფერი რბილი საწოლი, თეთრი კარადა და საწოლის ორივე მხარეს ჩამოკიდებული სანათებია. სააბაზანოში ღია და მწვანე ტონის ფილებს ოქროსფერი დეტალები ეხამება; საშხაპე მინის ტიხრითაა გამოყოფილი. ბინას აქვს 4.6 მ² აივანი და Smart Lock სისტემიანი შესასვლელი კარი. მოწოდებული მონაცემებით, ჭერის სიმაღლე 3 მეტრია.
სარემონტო სამუშაოები
მოპირკეთდა კედლები და ჭერი. მისაღებსა და საძინებელში დაიგო ხის ფაქტურის იატაკის საფარი, კედლებზე კი დეკორატიული მოლდინგები მოეწყო. დამონტაჟდა შიდა კარები, ჭაღები და ადგილობრივი სანათები. სამზარეულოში განთავსდა კარადები და ტექნიკა, სამუშაო ზონის კედელი კი მარმარილოს ფაქტურის საფარით მოპირკეთდა. სააბაზანოში დაიგო იატაკისა და კედლის ფილები, დამონტაჟდა ხელსაბანი, ოქროსფერი ონკანები, საშხაპე სისტემა და მინის ტიხარი.







