ინტერიერში ღია კედლებსა და მარმარილოს ფაქტურის ფილებს შავი ავეჯი და ოქროსფერი დეტალები ეხამება. სტუდიოს ტიპის მისაღებში სამზარეულო და სასადილო კუთხეა გაერთიანებული. სამზარეულოს მუქ ფასადებს ოქროსფერი სახელურები, განათებული მინის კარადა და ღია სამუშაო ზედაპირი ავსებს. მრგვალ მაგიდასთან რბილი სკამებია განთავსებული, მოსასვენებელ ნაწილში კი შავი დივანი და დეკორატიული ბუხარია.
ორივე საძინებელში მინის კარადები შიდა განათებითაა მოწყობილი. ერთ ოთახში შავი ავეჯი ჭარბობს, მეორეში ვარდისფერი საწოლი და დეკორატიული სანათი უფრო რბილ განწყობას ქმნის. შემოსასვლელში დიდი სარკე, ოქროსფერი კონსოლი და რბილი დასაჯდომია. სააბაზანოს შავ-თეთრ მოპირკეთებას ოქროსფერი ონკანები და სარკის ჩარჩოები ეხამება. აქ ცალკე მდგომი აბაზანა და ორი მინის ხელსაბანია განთავსებული.
სარემონტო სამუშაოები
მოპირკეთდა კედელი და ჭერი. მისაღებსა და შემოსასვლელში დაიგო მარმარილოს ფაქტურის ფილები, საძინებლებში კი იატაკის საფარი ნაძვისებური წყობით. დამონტაჟდა შიდა კარები, ჭერისა და კედლის სანათები. კარადებში და იატაკის გასწვრივ მოეწყო დამატებითი განათება. სააბაზანო მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა აბაზანა, ხელსაბანები და ონკანები.








