ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე 70 მ² ბინის რემონტი ჩვენმა გუნდმა შეასრულა. ბინაში ორი საძინებელია, ხოლო მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
სარემონტო სამუშაოები
ბინაში შესრულდა კედლებისა და ჭერის მოპირკეთება, იატაკის საფარის დაგება და სანათების მონტაჟი. მისაღების თაღოვან ნიშაში მოეწყო კონტურული განათება; საძინებლებში დამონტაჟდა ჭერისა და საწოლის მხარეს განთავსებული სანათები.
სველ წერტილში კედლები და იატაკი ფილებით მოპირკეთდა, საშხაპე მინის ტიხრით გამოიყო და დამონტაჟდა ხელსაბანი, უნიტაზი და პირსახოცის საშრობი.









