კრწანისის ქუჩაზე მდებარე 65 მ² ბინის რემონტი ჩვენმა გუნდმა შეასრულა. ბინაში ერთი საძინებელი და ერთი სველი წერტილია; მისაღები და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
სარემონტო სამუშაოები
რემონტის ფარგლებში დაიგო იატაკის საფარი „ნაძვის ხის“ წყობით და ჭერში მოეწყო არხული განათება. ჰოლში დამონტაჟდა ჩაშენებული კარადები და დეკორატიული ტიხარი.
სველ წერტილში კედლები და იატაკი ფილებით მოპირკეთდა, საშხაპე მინის ტიხრით გამოიყო და დამონტაჟდა სანტექნიკა.









