ორთაჭალაში, Monolith City-ის კომპლექსში, ჩვენმა გუნდმა 61 მ² ოროთახიანი ბინის რემონტი შეასრულა. ბინაში არის მისაღები სამზარეულოთი, ერთი საძინებელი, საგარდერობე ოთახი, სველი წერტილი და აივანი.
სარემონტო სამუშაოები
მისაღებში ნაცრისფერ აქცენტურ კედელს ღია ფერის იატაკი და ჭერის განათება ერწყმის. სამზარეულოში მოეწყო კუთხის კარადები, სამუშაო ზედაპირი და სამუშაო ზონის განათება. საძინებელში საწოლის ორივე მხარეს განათებული პანელები და სათავსოებია.
სველი წერტილი მოპირკეთებულია ფილებით; მოწყობილია მინის ტიხრით გამოყოფილი საშხაპე, ხელსაბანი, განათებული სარკე და უნიტაზი.








