ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარე 110 მ² ბინაში ჩვენმა გუნდმა სარემონტო სამუშაოები შეასრულა. მე-12 სართულზე განლაგებული ბინა მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებსა და სამზარეულოს, ორ საძინებელს, ორ სველ წერტილს, ვერანდასა და აივანს.
სარემონტო სამუშაოები
მისაღებსა და სამზარეულოში გამოყენებულია ღია ფერის მოპირკეთება და არხული განათება. სამზარეულოში მოეწყო თეთრი კარადები, სამუშაო ზედაპირი და სამუშაო ზონის განათება.
ერთ-ერთ სველ წერტილში გამოყენებულია ხის ფაქტურის კერამოგრანიტი და შავი საშხაპე სისტემა. ვერანდის ერთ კედელსა და ჭერზე შესრულებულია ხით მოპირკეთება; დამონტაჟებულია განათებაც.










