კრწანისის ქუჩაზე მდებარე 100 მ² ბინაში შესრულდა რემონტი. ბინაში ორი საძინებელი და ერთი სველი წერტილია. მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
სარემონტო სამუშაოები
რემონტისას იატაკის საფარი „ნაძვის ხის“ წყობით დაიგო, საძინებლების კედლებზე დეკორატიული ჩარჩოები გაკეთდა, ხოლო მისაღების ჭერში არხული განათება მოეწყო. სამზარეულოში თაღოვანი ნიშა და სამუშაო კედელი მოპირკეთდა.
სველ წერტილში კედლები და იატაკი ფილებით მოპირკეთდა, საშხაპე მინის ტიხრით გამოიყო და სანტექნიკა დამონტაჟდა.








