სამშენებლო სამუშაოები
მშენოველი გთავაზობთ 1–ელი და მე-2 კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რომელიც მოიცავს, როგორც კონსტრუქციულ, ასევე სარემონტო სამუშაოებს.
კომპანია ასრულებს ნებისმიერი სირთულისა და კომპლექსურობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, მათ შორის – კერძო სახლები, აგარაკები და სხვა კომერციული ტიპის შენობები.
თითოეულ პროექტს განსაკუთრებულ იერსახეს სძენს ექსტერიერული ელემენტები, მათ შორის აუზები, გამწვანებული ზონები და სხვა დეტალები, რაც უზრუნველყოფს უნიკალურ დიზაინს და ფუნქციონალურობას.
კომპანია მშენოველი ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს თბილისსა და ბათუმში, ასევე მათ შემოგარენში 50 კმ რადიუსით (მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გარდა).
ჩვენ ვაკეთებთ
- არქიტექტურული პროექტის შემუშავება
- კონსტრუქციული პროექტების დამუშავება
- გეოლოგიური კვლევის ჩატარება
- გეოლოგიური კვლევისა და კონსტრუქციული პროექტების ექსპერტიზა
- მონოლითური კონსტრუქციის აგება
- კედლების ამოყვანა
- კარების და ფანჯრების მონტაჟი
- ფასადის დამუშავება
- სახურავის მოწყობა (გადახურვა)
- მიწის ნაკვეთის შეღობვა (ღობის გაკეთება)
- აუზის მოწყობა
- რემონტი
მშენოველი
რემონტი
მშენებლობა
არქიტექტურა & დიზაინი
კითხვები & პასუხები
რა ტიპის მშენებლობებს ახორციელებთ?
კომპანია მშენოველი ახორციელებს 1-ელი და მე-2 კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, მათ შორის კერძო სახლების, აგარაკების მშენებლობას თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში 50 კმ რადიუსით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.
რა დოკუმენტებია საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად?
მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭიროა შემდეგი პროცედურები:
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა – ეს განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ქალაქგეგმარების სამსახურის მიერ.
დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა – არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული გეგმები, გეოლოგიური დასკვნები და სხვა ექსპერტიზის დასკვნებით დამტკიცებული დოკუმენტაცია.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს:
ყველა ტიპის საჭირო დოკუმენტის პროფესიონალურ მომზადებას.
ექსპერტიზის დასკვნების მიღებას.
ნებართვის მიღების პროცესის სრულ ადმინისტრირებას.
რა ტიპის მასალებს იყენებთ შენობა-ნაგებობების მშენებლობისას?
- ძირითადი კარკასი: ჩვენი შენობების კარკასი მოწყობილია მონოლითური ჩამოსხმის მეთოდით, რაც უზრუნველყოფს შენობის მაქსიმალურ სტაბილურობას და გრძელვადიან გამძლეობას. მონოლითური კარკასი შექმნილია მაღალი ხარისხის ბეტონისგან, შესაბამისად შენობა მდგრადია სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.
- შემავსებელი კედლები: გამოიყენება იტონგის ბლოკი, რომელიც ხასიათდება სუპერ თერმოიზოლაციით, ენერგოეფექტურობით და აუმჯობესებს საცხოვრებელი სივრცის კომფორტს. იტონგის ბლოკი იდეალურია საცხოვრებელი სახლებისთვის, რადგან უზრუნველყოფს ნაგებობის ენერგოეფექტურობას და ხელს უწყობს ბიზნესსა და ოჯახურ სივრცეში ენერგიის დაზოგვას.
ჩვენი პროფესიონალები ზედმიწევნით აკონტროლებენ მასალების ხარისხს და სრულად ასრულებენ მშენებლობის ყველა სტანდარტს.
რა ვადაში ჩამაბარებთ?
ვადები განისაზღვრება პროექტის მოცულობით, არქიტექტურული სირთულეებითა და ადგილმდებარეობით.
შავი კარკასის მშენებლობის პერიოდი მოიცავს საშუალოდ 2-4 თვეს.
რა კონდინციით ბარდება სახლი?
სახლი ბარდება დადგენილი სტანდარტით, რომელიც შეიძლება იყოს:
შავი კარკასი
თეთრი კარკასი
მწვანე კარკასი
სურვილის შესაბამისად, ჩვენი კომპანია თქვენს საოცნებო სახლს შავი კარკასიდან-გასაღების ჩაბარებამდე კონდიციაში ჩაგაბარებთ.