მშენოველი
რემონტი
მშენებლობა
არქიტექტურა & დიზაინი
ავეჯი
კითხვები & პასუხები
რა ღირს კვადრატი?
კვადრატული მეტრის ფასი რემონტში დამოკიდებულია კარკასულ მდგომარეობაზე:
შავი კარკასი – სრული სარემონტო სამუშაოები ნულიდან.
თეთრი კარკასი – შეზღუდული სამუშაოები.
მწვანე კარკასი – მცირე განახლებები, შესწორებები.
ძველი რემონტის განახლება – ინტერიერის ახალი სიცოცხლე.
გადახდა როგორ ხდება?
კომპანია მშენოველი გთავაზობთ გადახდას სამ ეტაპად: 40/40/20%, რაც უზრუნველყოფს პროექტის გამჭვირვალეობასა და უსაფრთხოებას:
პირველი 40% – საწყის ეტაპზე, სამუშაოების დაწყების წინ.
მეორე 40% – პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყებისთანავე.
ბოლო 20% – მესამე ეტაპის დასრულებისთანავე, როცა პროექტი საბოლოოდ მზადაა.
ყურადღება: თითოეული გადახდის შემდეგ დამკვეთს ეძლევა ფორმა №2, როგორც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიონებში თუ მუშაობთ?
კომპანია მშენოველი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თბილისსა და ბათუმში, ასევე შემოგარენში 50 კმ-ის რადიუსით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება არ ვრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე.
რა ვადაში ჩამაბარებთ?
ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და სანდო სარემონტო მომსახურებას სხვადასხვა კარკასების მიხედვით:
თეთრი ან მწვანე კარკასი (≤60 მ²) – 45 კალენდარული დღე.
შავი კარკასი (≤60 მ²) – 60 კალენდარული დღე.
ძველი რემონტის განახლება – ვადა განისაზღვრება ობიექტის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად.
გამოცდილი კომპანია ხართ?
კომპანია მშენოველმა წარმატებით განახორციელა 100+ პროექტი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალურ შესრულებას.





